აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან.
„დიახ, ასეა“, – თქვა ტრამპმა, როდესაც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს ნატოს მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავების შესახებ კითხვა დაუსვეს.
ამავდროულად, მას არ დაუკონკრეტებია შეუერთდება თუ არა აშშ საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების ძალისხმევებს.
„დამოკიდებულია გარემოებებზე. მაგრამ თქვენ იცით, ჩვენ ძალიან მტკიცედ ვართ განწყობილნი ნატოს მიმართ“, – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 19 სექტემბერს სამი რუსული MiG-31 გამანადგურებელი ნებართვის გარეშე ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. რამდენიმე დღით ადრე, რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდნენ.