ყაზახეთის კოლეჯში ყუმბარის აფეთქებამ სტუდენტი გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა

ყაზახეთის ერთ-ერთ კოლეჯში ყუმბარის აფეთქებამ სტუდენტი გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა. ალმა-ატის დაწყებითი სამხედრო მომზადების მოდის და დიზაინის კოლეჯის მასწავლებელი ყაზახეთის სამართალდამცავებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად ასევე 12 სტუდენტი დაშავდა.
„რია-ნოვოსტის“ ცნობით, დაკავებული დაკითხვაზე იმყოფება. ალმა-ატის მერმა ახმეტჟან ესიმოვმა სპეციალური კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. კომისია ინციდენტს გამოიძიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები