უკრაინამ და ნორვეგიამ კიევის ფინანსური დახმარების შესახებ მთავრობათაშორის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

უკრაინამ და ნორვეგიამ მთავრობათაშორის ხელშეკრულებას უკრაინის ბიუჯეტისთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან ერნა სულბერგთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრემიერმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა.
„ნორვეგიასთან ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ხელმოწერილია მთავრობათაშორისი ხელშეკრულება 15 – მილიონიანი საბიუჯეტო დახმარების შესახებ. დახმარება ამ წელიწადზეა გათვალისწინებული“, – აღნიშნა იაცენიუკმა.
რომელ ვალუტაშია თანხა, მან არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ შეთანხმება საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები