პრემიერი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღება არის საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ეს წარმოადგენს საქართელოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ შედეგს და საქართელოს რიგით მოქალაქეებს მოუტანს ხელშესახებ სარგებელს. საქართველომ წარმატებით დაასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპი, რაც დადასტურდა კიდეც კომისიის უკანასკნელ, მეორე ანგარიშში პროგრესის შესახებ. ამით კი გზა ეხსნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებას უსაფრთხო და კარგად მართულ გარემოში. ნება მომეცით, ხაზი გავუსვა ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, რიგის სამიტისათვის დავაკმაყოფილოთ მეორე ეტაპის ყველა მოთხოვნა”, – აღნიშნა ირაკლი პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები