თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

თიანეთის მუნიციპალიტეტში, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის 13 კმ-იანი საავტომობილო გზის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
მიმდინარე პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად მოინახულა.
აღნიშნული გზის მონაკვეთი 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ, მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა. გართულებული იყო სატრანსპორტო კავშირი დედაქალაქთან და ახლომდებარე რაიონულ ცენტრებთან.
თიანეთი-ზარიძეების საატომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება 14 სოფლის 8000-მდე მაცხოვრებლისთვის, ასევე ქართველი და უცხოელი ვიზიტორებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გახდება. შემცირდება სატრანსპორტო ხარჯები და მგზავრობის დრო. თიანეთი-ზარიძები-ჟინვალის საავტომობილო გზის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2015 წლის ბოლოს დასრულდება. აღნიშნულ მონაკვეთზე მშენებლობა-რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი 2013 წლის სექტემბერში დაიწყო.
9 კილომეტრზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, განხორციელდა 3 ხიდისა და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია, ასევე მოეწყო ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები