უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობა 33- მდე გაიზარდა
ცოტა ხნის წინ, განახლებული დაპირისპირების შედეგად, კიევში ხუთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს ინსტიტუტსკის ქუჩაზე მდებარე შენობებზე განთავსებული სნაიპერები ესვრიან. ამ დროისთვის მაიდანზე უმრავი დაშავებულია და არ ჰყოფნით სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მანქანები. ბოლო ინფორმაციით, დემონსტრანტებმა “უკრაინის სახლიდან” “ბერკუტი” განდევნეს და შენობა დაიკავეს. გრუშევსკის ქუჩაზე კი ათობით ძალოვანი ევრომაიდნის თავდაცვას ჩაბარდა.
ოფიციალური ინფორმაციით, კიევში ძალადობრივი დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28 იყო.