კონფლიქტის ზონაში რუსმა ოკუპანტებმა 72 წლის მამაკაცი დააკავეს

სოფელ საკორინთლოდან რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით 72 წლის დიმიტრი ანანიაშვილი დააკავეს. მისი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.
ანანიაშვილის დის განცხადებით, მისი ძმა მინდორში საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს.
72 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული. კასპის გამგეობა ანანიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები