კასპიდან გატაცებულები ცხინვალის იზოლატორიდან ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ოსურმა მხარემ კასპის რაიონიდან გატაცებულები გაათავისუფლა. დაკავებულები ცხინვალის იზოლატორიდან ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ვასილ ჩერქეზიშვილი, ლევან გამხიტაშვილი და დავით მელაძე ამ დროისთვის სახლში იმყოფებბიან.
როგორც ერთ-ერთი დაკავებული დავით მელაძე აცხადებს, ახმაჯიდან ისინი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს და საკმაოდ რთულ ვითარებაში მოუწიათ ყოფნა. ერთს საწოლზე ეძინა, ერთს მაგიდაზე, ერთი კი ფეხზე მდგომი ათენებდა.
მათივე განმარტებით, არც საჭმელი და არც წყალი ერთ პატარა ოთახში მყოფებისთვის არავის შეუტანია.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, საქმეში ერთ-ერთის ახლობელი ჩართეს, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. გათავისუფლება სწორედ მისი უშუალო ჩარევის შედეგად მოხდა.
კასპის რაიონში მცხოვრებლები რუსმა სამხედროებმა ორი დღის წინ ახმაჯის ტყეში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები