„ნაცისტებო! აფხაზეთის ომის დროს მანჰეტენზე „კოკა-კოლას“ მიირთმევდით“

„ნაცისტების ნაცისტებო და მართლა, შტირლიცების შტირლიცებო, აფხაზეთის ომის დროს საბჭოთა დედიკოებმა და მამიკოებმა ამერიკაში გაგიშვეს სასწავლებლად, რომ საფრთხე არ შეგხებოდათ…“- ამ სიტყვებით მიმართავს „პატრიოტთა ალიანის“ ლიდერი პარტია „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს.
საკრებულოს დეპუტატი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საქართველოს მოსახლეობა შეურაცხყოფილია. „ნაცისტების ნაცისტებო და მართლა, შტირლიცების შტირლიცებო, აფხაზეთის ომის დროს საბჭოთა დედიკოებმა და მამიკოებმა ამერიკაში გაგიშვეს სასწავლებლად, რომ საფრთხე არ შეგხებოდათ… სამაჩაბლოს ომის დროსაც სამშობლოში არ იყავით… „კოკა-კოლას” სვამდით მანჰეტენზე… არაფერი შეგხებიათ… არც სისხლი, არც ტყვია… არც მეგობრების სიკვდილი. აგვისტოს ომში ჩახოცეთ როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე წვევამდელები, კურდღლებივით გამოიქეცით ფრონტის წინა ხაზიდან, ხოლო დახოცილი გმირები დაუმარხავი დატოვეთ. მტერს ქვეყნის მიწების 22%-ი აჩუქეთ… კოდორი ზედ დაამატეთ, ძღვნად… ახლა გამოდიხართ და ოკუპაციას აპროტესტებთ, თითქოს… ხელისუფლება კი, თავს იბრმავებს და სხვადასხვა თანამდებობაზე ისევ თქვენ გნიშნავთ… გვიმტკიცებს, რომ დემოკრატია დაუსჯელობას ნიშნავს… ყოვლად უზნეო სტანდარტს ამკვიდრებს, თუნდაც, ბერუჩაშვილის მაგალითიდან გამომდინარე, რომელსაც, თურმე, რამდენიმე საათით ეგონა, რომ ქვეყანამ კურსი შეიცვალა… ახლა კვიციანი ჩასვით, მთელი 12 წელი მიუსაჯეთ. და რა გინდათ, რომ გავჩუმდეთ? ჩვენც დავყრუვდეთ და დავბრმავდეთ? და თქვენს დამხობას „რუსთავი-2“-ის პირდაპირი ჩართვებიდან ვუყუროთ?! დაბლა დაეშვით, თქვენს ხალხს მოუსმინეთ. ხალხი შეურაცხყოფილია. მარჯვნიდანაც და მარცხნიდანაც“, – წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები