ქავთარაძის ქუჩაზე მამაკაცს მანქანა დაეჯახა

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც “კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქის მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა.
დაზარალებულს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოშ გადაიყვანა. მძროლი კი შემთხვევის ადგილას იმყოფება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები