“დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ დღეს ყველა რწმენის ადამიანს ვულოცავ“
დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ დღეს ყველა რწმენის ადამიანს ულოცავს – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს ტოლერანტობის საერთაშორიოს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განუცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოს მოსახლეობა სამართლიანად ამაყობს იმით, რომ ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ მაღლი დონის ტოლერანტული განწყობა არსებობს. ზაქარეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ევროპის მოედანზე არსებულ სკვერს ტოლერანტობის სკვერი უნდა ეწოდოს.
ცნობისთვის, ტოლერანტობის სკვერის ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, რომელსაც დედაქალაქის საკრებულო განახორციელებს.