შს სამინისტრო 2014 წლის სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს

  „რედისონ ბლუ ივერიაში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება. შს სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. სტრატეგიას შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბერაია წარადგენს.
“დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, 2014 წელს გაგრძელდება სამინისტროს სისტემის რეფორმა, შენარჩუნდება დეპოლიტიზების კურსი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებების დაცვას, გაიზრდება ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხი, დაიხვეწება საზოგადოებასთან ურთიერთობის მექანიზმები, დამკვიდრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი, გაუმჯობესდება გენდერული ბალანსი, გაგრძელდება სამართალშემოქმედებითი საქმიანობა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები