საქართველოს საპატრიარქო კიევის მოვლენებს ეხმიანება

  საქართველოს საპატრიარქო კიევში მომხდარი დაპირისპირებისას გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. კიევში მიმდინარე პროცესებს საქართველოს საპატრიარქო განცხადებით ეხმაურება. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, დაპირისპირებულმა მხარეებმა შემხვედრი ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადადგან, რომ მოვლენები ყველასათვის კიდევ უფრო დრამატულად არ განვითარდეს.
“ეს მოვლენები რომ რეალური დიდი საფრთხის შემცველია, ყველასთვის ნათელია, რადგან ევრომაიდანზე უკვე ამდენი მსხვერპლი და დაზარალებულია. ჩვენ გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქის, ზურაბ ხურციას, ოჯახს და აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის. ამასთან, მიგვაჩნია, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა შემხვედრი ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადადგან, რომ მოვლენები ყველასათვის კიდევ უფრო დრამატულად არ განვითარდეს. უკრაინასთან საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. ამიტომ, ბუნებრივია, დიდად განვიცდით მომხდარს და შევთხოვთ უფალს, კეთილგონიერებამ და სამართლიანობამ გაიმარჯვოს და მშვიდობამ დაისადგუროს ამ ქვეყანაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები