“რუსეთთან ახალი შეთანხმება აფხაზეთის სუვერენიტეტს საფრთხეს არ უქმნის”

          დე ფაქტო აფხაზეთი რუსეთთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას აპირებს და აღნიშნულის გამო “ქვეყნის სუვერენიტეტისთვის” რაიმე საფრთხეს ვერ ხედავს. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, – წერს „რია ნოვოსტი“. შეგახსენებთ, რომ „თანამშრომლობის და ინტეგრაციის შესახებ“ შეთანხმება დე ფაქტო აფხაზეთის „პარლამენტშია“ შეტანილი. საინტერესოა, რომ შეთანხმების მეხუთე მუხლი „გარე აგრესიის მოიგერიებისთვის და აფხაზეთის საზღვრის ერთობლივი დაცვისთვის რუსეთის ფედერაციის და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნაა“ გათვალისწინებული. ხაჯიმბას განცხადებით, ეს დოკუმენტი იქნება ხელმოწერილი. „ის საჭიროა და მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, თავად აფხაზეთისთვის… აქ არ არის საუბარი რაიმე საფრთხეზე ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ ავაწყობთ ურთიერთობას იმავე რუსეთთან, სხვა სახელმწიფოებთან, მსგავსი დოკუმენტების სხვა სახელმწიფოებთან არსებობის შემთხვევაში“, – აღნიშნა ხაჯიმბამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები