15 ოქტომბერი
10:00
ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ქართულ-ჰოლანდიური ეპილეფსიის ცენტრი გაიხსნება. მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. №33
10:30
იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში, წამების შედეგებსა და რეაბილიტაციაზე ტრენინგ-სემინარი გაიხსნება. მისამართი: სანდრო ეულის ქ. №3ა საკონტაქტო პირი: ნინო მიქიაშვილი 577 43 45 14
11:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი სოსო ჯაჭვლიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 15 ნოემბრის აქცია; მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
“რეპორტიორის” პრესკლუბში “თავისუფალი თაობა” სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
12:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 15 ნოემბრის აქცია; მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები; აუდიოჩანაწერი ტელეიმედის ჟურნალისტების გადაბირების შესახებ. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
12:00
ამერიკული რესტორნების ქსელის “ვენდის” ვაკის ფილიალში, მსოფლიოში ცნობილი სერიის “ჯერონიმო სტილტონის სასაცილო ამბების” ორი წიგნის “ნოსტრათაგვუსის მისტიკური ხელნაწერი” და “ყველისფერი კემპერი” პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. №37
12:00
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საზოგადოებასთან შეხვედრას გამართავს.
12:00
“რეპორტიორის” პრესკლუბში უმრავლესობის დეპუტატი დათო ლორთქიფანიძე, ზვიად სიჭინავას გადადგომის მოთხოვნით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
12:00
პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახ. დარბაზში, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.
12:30
“რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ბრიფინგს გამართავს. თემა: 15 ნოემბრის აქცია – არა ანექსიას, სკანდალური აუდიოჩანაწერები ჟურნალისტების დაშანტაჟების ფაქტზე, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში.
14:00
„სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“ წევრები და მხარდამჭერები, „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო კონტრაქციის ფარგლებში, რესპუბლიკის მოედნიდან მშვიდობიან მსვლელობას მოაწყობენ.
15:00
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში (სამების ტაძარი) გუდამაყრული პოეზიის საქველმოქმედო საღამო გაიმართება.
15:00
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი, ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრში აჭარის რეგიონის ვეტერანებთან შეხვედრას გამართავს.
16:00
UNESCO-ს მიერ 1995 წელს გამოცხადებულ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებთან ტრადიციულ მიღებას გამართავენ. თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი
17:00
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, პროექტ “ეგო-არტი 2014”-ის დასკვნითი საღამო გაიმართება.
23:00
კლუბში “ფორმულა 51”, ცნობილი იტალიელი მუსიკოსი DJ Dusty Kid დაუკრავს. მისამართი: წერეთლის გამზ. #116 საკონტქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03