ხაჯიმბა: რუსეთთან დოკუმენტს აუცილებლად გავაფორმებთ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთი რუსეთთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმებას აუცილებლად გააფორმებს.მისი თქმით, შეთანხმება აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანია და ის სუვერენიტეტის შემცირებას არ გულისხმობს.
„რაც შეეხება ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას, ჩვენ ამ დოკუმენტს აუცილებლად გავაფორმებთ. ის სჭირდება, პირველ რიგში, აფხაზეთს. მასში არ არის საუბარი ჩვენი სუვერენიტეტის ლიმიტირებასა და დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეებზე. საერთო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, თუ როგორ დავალაგებთ ამ ურთიერთობებს“, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები