14 ნოემბერი

11:00
კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანულ კულტურის მუზეუმს ეწვევა და შენობას დაათვალიერებს.
11:00
„რადისონის“ მე-5 საკონფერენციო დარბაზში, გულის უეცარი გაჩერების პრევენციის თანამედროვე მიდგომებისა და გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის თემაზე, პირველი საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია და მასტერ–კლასი გაიმათება.
11:00
თბილისის საკრებულოში, განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართება.
11:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აშშ-ში ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის გამზირი N144
11:00
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში საქართველოს ცხოვეთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ნაჭყებიანი და ია ჩხენკელი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: თბილისის საკრებულოს გარემო, საკრებულოს მიერ პროექტების უგულვებელყოფა და არსებული პრობლემები.

11:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია და “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: 15 ნოემბრის აქცია და მუქარა “რეპორტიორის” ჟურნალისტზე.
11:00
NEW
“თბილისი მარიოტში” ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა “მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში არსებული გამოწვევები და რეკომენდაციები” გაიმართება.
11:00
„რედისონში“ „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ორგანიზებით კვლევის „რიჩ მეტალს გრუპი“-ის საქმიანობის სოციალ-ეკონომიკური შედეგების შეფასება და გავლენა ეკონომიკაზე“ პრეზენტაცია გაიმართება. კვლევის პრეზენტაციას ექსპერტები ლევან კალანდაძე, ირაკლი ლექვინაძე და ნოდარ ჭიჭინაძე გამართავენ.
11:30
NEW
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის წარმომადგენელი გრიგოლ გაგნიძე მამუკა ტუსკაძესთან და ალეკო ახალკაცთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 15 ნოემბერს დაანონსებული აქცია.
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.

12:00
“პირველ პრესკლუბში” “ერეკლე მეორეს საზოგადოების” თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე, 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
მარნეულში, 19 დევნილ ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცემა. მისამართი: მარნეული, 20 იანვრის ქუჩა (ყოფილი ბაგა-ბაღის შენობა)
12:00
NEW
15 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გაიმართება.
12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში იურისტი ვალერი გელბახიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: 15 ნოემბრის აქცია – არა ანექსიას, თავდაცვის ახალი მინისტრი, ჟურნალისტზე მუქარის ფაქტი.
12:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორი, თბილისის მერი დავით ნარმანია, თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ფონდის დამფუძნებლები, სტუდენტები და პროფესორები “საქველმოქმედო ორგანიზაცია სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ პრეზენტაციას დაესწრებიან.

12:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი კახა ძაგანია პარტიის სახელით 15 ნოემრის აქციის შესახებ ბრიფინგს გამართავს.
12:45
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალგაზრდა უფლებადამცველთა“ ასოციაცია ბრიფინგს გამართავს. თემა: ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 15 ნომბრის აქციაზე.
13:00
NEW
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 15 ნოემბრის აქცია და პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში.
13:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „პიკასოს კლუბის“ წევრი სალი მახარაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: პრეზიდენტის ინსტიტუტი.
13:00
NEW
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი და მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებთან შეხვედრას გამართავენ. თემა: მოლდოვის გამოცდილების გაზიარება ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის შესახებ. მისამართი: გუდიაშვილის ქ. №7 საკონტაქტო პირი: ირინა შამილაძე 577 19 14 17

13:00
“ივერიონის” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციის „დედათა კომიტეტის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ქეთევან ადამია მომაკვდავ პატიმარზე, პატიმრის დასთან დალი გაბრიჭიძესთან ერთად სკანდალურ განცხადებას გააკეთებს. მისამართი: კოსტავას 6 პირველი სადარბაზო, მე-3 სართული.
13:00
“პირველ პრესკლუბში” საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, 15 ნოემბრის აქცია. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:30
“პირველ პრესკლუბში” კლუბ „ფორმულა 51“-ის წარმომადგენლები დასტი კიდის კონცერტთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:30
NEW
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში.
13:30
161-ე სკოლის სტადიონზე საფეხბურთო ფესტივალი გაიხსნება.

14:00
NEW
“თბილისი მერიოტის” სანადიმო დარბაზში, ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა” ეკონომიკურ ფორუმს გამართავს. თემა: “ქართული ღვინის ბაზრის ანალიზი – საქართველო და მსოფლიო”. საკონტაქტო პირი: მარიამ ნოზაძე 599 88 60 20
15:00
რუსთაველის თეატრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლის გახსნას დაესწრება.
16:00
NEW
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, საჯარო დისკუსია გაიმართება. თემა: კონფლიქტები და კულტურათაშორისი ურთიერთობები. მისამართი: მელიტონ ქანთარიას ქ. №11 ა (ყოფილი გაგარინის II შესახვევი) ნულოვანი სართული.
17:00
რესტორან Loft-ში, „ნაბეღლავი“ ფოტოკონკურსში „მიქსტერია – გააგრძელე ზაფხული“ გამარჯვებულებს სპეციალური პრიზებით ოფიციალურად დააჯილდოვებს. მისამართი: მოსაშვილის 11
19:00
საქართველოს მწერალთა სახლში, აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის წიგნის „განწყობის ანთროპული თეორია“ პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: ივანე მაჩაბლის 13

19:00
NEW
კონსერვატორიის დიდ დარბაზში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ჯუზეპე ვერდის ოპერა “ტრავიატათი” წარსდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები