თბილისის ზოოპარკში ზებრა დაიბადა

თბილისის ზოოპარკში მატებაა. როგორც “კვირას“ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა, მამრი ზებრა დღეს დილით დაიბადა. დირექტორის ინფორმაციით, ნაშიერი თავს კარგად გრძნობს.
„ეს მამრი ზებრა დედისთვის პირველი შვილია. სავარაუდოდ, ამის გამო, დედა ზებრა შვილს არ იკარებს და ახალშობილის გამოკვება ხელოვნურად, თხის რძით გვიწევს“, – განუცხადა “კვირას“ ზურაბ გურიელიძემ. მისივე თქმით, ზებრისთვის სახელი ჯერ არ შეურჩევიათ.

1922957_224853051054219_442812728_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები