გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლა იხსნება

14 ნოემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე რუსთაველის თეატრში გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლის გახსნას დაესწრება.
რუსთაველის თეატრთან არსებული გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. სტუდენტები ორწლიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში სამ განზომილებაში ხატვას, ხაზვას, მოდელთან მუშაობას და სხვა პროფესიულ საგნებს დაეუფლებიან. სახელოსნოში სწავლა უფასოა. თეატრალური მხატვრული სკოლის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ. გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლის მისაღები გამოცდები ზაფხულში ჩატარდა, კონკურსის შედეგად სწავლას 10 სტუდენტი დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები