11 ნოემბერი

10:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ემორის უნივერსიტეტის პროფესორ ნათანიელ გოზანსკისთან სამუშაო შეხვედრას გამართავს. მისამართი: უზნაძის 52
11:00
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, შვედეთის ელჩს მარტინა ქუიკს შეხვდება.
11:00
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტი ანა კიკნაძე “რეპორტიორის“ პრესკლუბში, სპაციალურ ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას ოჯახური ძალადობის პრევენციის ფაქტებზე სასამართლო სტატისტიკას გააცნობს. მისამართი: იოსებიძის ქუჩა #57, I სართული. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
11:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:30
“პირველ პრესკლუბში” პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:00
“ივერიონის” პრესკლუბის სტუმარი “სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე იქნება. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასება. მისამართი: კოსტავას 6. პირველი სადარბაზო, მე-3 სართული. საკონტაქტო პირი: ქეთი მიქაძე 599 88 97 18
12:00
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, იაშვილის კლინიკაში მწოლიარე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვების დასახმარებლად, სისხლს უანგაროდ ჩააბარებენ.
12:00
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება. თბილისი, პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
12:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი პაატა დავითაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები; აფხაზეთი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
12:00
“პირველ პრესკლუბში” „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:00
მიხეილ თუმანიშვილის თეატრში, თბილისში, პეტერბურგის თეატრალური სეზონის შესახებ რომელიც მ. თუმანიშვილის სახ. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ ფარგლებში ჩატარდება, პრესკონფერენცია გაიმართება.
15:00
ქალაქ რუსთავში, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველო სულხან ზუმბურიძე, ქვესადგურში „რუსთავი-220/110/10“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებენ.
15:00
კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ქართველ პოეტსა და მწერალ ბესიკ ხარანაულს 75 წლის იუბილეს მიულოცავს და ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამინისტროს სპეციალურ ჯილდოს ხელოვნების ქურუმს გადასცემს.
19:00
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი, 86 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიბილეო თარიღთან დაკავშირებით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი სპექტაკლის პრემიერას „ჩვენ გველის დიდება“ გამართავს. რომელსაც, სპექტაკლის რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები