სეპარატისტები პედაგოგებს საქართველოს ხელისუფლებასთან კავშირს უკრძალავენ

  სეპარატისტული ადმინისტრაცია უფრო კატეგორიული გახდა სასკოლო პროგრამებთან და ქართულ ენაზე სწავლებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სამი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიგაურმა განმარტა, სეპარატისტული ადმინისტრაცია დაწყებითი რუსულენოვანი კლასების ინტენსიურ გახსნას მოითხოვს, პედაგოგებს კი საქართველოს ხელისუფლებასთან კავშირს უკრძალავს.
“სეპარატისტული ადმინისტრაცია უფრო კატეგორიული გახდა სასკოლო პროგრამებთან და ქართულ ენაზე სწავლებასთან დაკავშირებით. მოითხოვენ დაწყებითი რუსულენოვანი კლასების ინტენსიურ გახსნას, რასაც ეწინააღმდეგებიან ქართველი პედაგოგები, რომელთა მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებით იმუქრებიან. პედაგოგებს საქართველოს ხელისუფლებასთან კავშირს უკრძალავენ “ , -აღნიშნა ლია გიგაურმა. მისივე თქმით, ზეწოლა ხდება აფხაზებისა და რუსი სამხედროების მხრიდან ე.წ. სასაზღვრო ზოლის გადაკვეთისას.
“ხშირია მოსწავლეების დაკავებისა და ჩანთების ჩხრეკის ფაქტები, გალის რაიონის სოფელ ოქუმის საშუალო სკოლიდან გალის უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ ქართული სახელმძღვანელოებისა და კომპიუტერების ამოღება“,- განაცხადა გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები