10 ნოემბერი

10:30
“შერატონში” „უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების“ თემაზე, კონფერენცია გაიხსნება. კონფერენციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე გახსნის და მასში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი ექსპერტები მიიღებენ.
10:30
“პირველ პრესკლუბში” საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე, სასაზღვრო პოლიციაში 2014 წელს განხორციელებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
11:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, ბრიფინგს გამართავენ. თემა: დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი.
11:00
“პირველ პრესკლუბში” “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები