სოზარ სუბარი ფაზისობის დღესასწაულს დაესწრო

  დღეს, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ფაზისობის დღესასწაულს დაესწრო. 9-წლიანი პაუზის შემდეგ, დღესასწაული წელს პირველად აღინიშნება. ფოთში, მთელი დღის განმავლობაში, კულტურული და სპორტული ღონისძიებები იმართებოდა.
ფოთის დრამატული თეატრში 13 ფოთელი საპატიო მოქალაქის სტატუსით დაჯილდოვდა . საზეიმო ღონისძიებაზე სოზარ სუბარმა ფოთელებს სიტყვით მიმართა და ფაზისობის დღესასწაულის აღდგენა მიულოცა. მინისტრის განცხადებით, ფოთის ხელახალი სიცოცხლე დაიწყო ერთ-ერთმა უდიდესმა ქართველმა ნიკო ნიკოლაძემ, ფოთი არის კარიბჭე და პორტი საქართველოსი და მართლა უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ქალაქი იყოს წარმატებული.
მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ფოთში, იერუსალიმის ქუჩაზე სინაგოგის საზეიმოდ გახსნისა და ქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის დიდი ქველმოქმედის შოთა მეგრელიშვილის სახელის მინიჭების ღონისძიებებში. ფოთში არსებული სინაგოგა 1990 წლიდან არ ფუნქციონირებდა და მისი აღდგენა ბიძინა ივანიშვილის ფონდის დახმარებით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები