შსს-ს მრბოლელებმა საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს (ვიდეო)
შსს-ს სპორტული კლუბის „MIA Force”-ის მრბოლელებმა დათა ქაჯაიამ, ლაშა ნადირაშვილმა და წელს პირველად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოასპარეზე დათო აფციაურმა წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მე-9 ფინალური ეტაპში მიიღეს მონაწილეობა. რბოლა „Formula Alfa”-ს და „Legends”-ის კლასის ავტომობილებში რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა.
„Formula Alfa”-ს კლასის ავტომობილით მოასპარეზე ლაშა ნადირაშვილმა შეძლო საპრიზო ადგილზე გასვლა და მესამე ადგილი მოიპოვა, ხოლო ამავე კლასშიგუნდურ ჩათვლაში შსს-ს სპორტულმა კლუბმა „MIA Force”-მა პირველი ადგილი დაიკავა. ხოლო რაც შეეხება „Legends”-ის კლასის ავტომობილით მოასპარეზე დათა ქაჯაიას, მან რბოლა მესამე საპრიზო ადგილზე დაასრულა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=sm0a4dbBvL0″ width=”560″ height=”315″]