კრემლის ახალ გადაწყვეტილებას ოკუპირებული ცხინვალი აპროტესტებს

  კრემლის ახალ გადაწყვეტილებას, როკის გვირაბის გავლით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან სატრანსპორტო მიმოსვლის გახსნის შესახებ, ოკუპირებული ცხინვალი აპროტესტებს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება „კომინფ ორგი“ ავრცელებს. როგორც ჟურნალისტი წერს, იდეა მოსკოვში როკის გვირაბის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ გაჩნდა, დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გამო.
გადაწყვეტილება რუსეთის საბაჟო ტერმინალის ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე გადმოტანას გულისხმობს, სადაც ე.წ. საზღვრის დაცვას და დოკუმენტაციის მოწესრიგებას მთლიანად რუსული მხარე უზრუნველყოფს.
კრემლის იდეას დე ფაქტო ხელისუფლებაში და საექსპერტო წრეებში მოწინააღმდეგეები უკვე გამოუჩნდნენ. ისინი თვლიან, რომ ოკუპირებული რეგიონის სატრანზიტო დერეფნად ქცევა, საბაჟო ტერმინალზე მხოლოდ რუსული და არა ერთობლივი კონტროლი ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობას ლახავს და მას რთულ ვითარებაში აყენებს. მათი თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა დე ფაქტო ხელისუფლების ჩართვისა და მათი თანხმობის გარეშე ვერ მოხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები