ტელეკომპანია CNN-მა ობამას ლიკვიდაციის ცნობა გაავრცელა (ვიდეო)

ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა მსოფლიოს ობამას მკველობის შესახებ ამცნო. ეს ნიუსი რა თქმა უნდა რედაქტორების შეცდომა გახლდათ, რომლებიც რობ ო’ნილის შესახებ სიუჟეტის დროს ტიტრებზე არიან პასუხისმგებელი. სიუჟეტი 2011 წლის მაისში ამერიკული სპეცრაზმის მიერ ნომერი პირველი ტერორისტის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციას ეძღვნებოდა. ტელეარხის ტექსტურ რედაქტორებს შეცდომა მოუვიდათ და ტიტრებში „KILLED OSAMA“-ს ნაცვლად „KILLED OBAMA“ გაუშვეს.
გადაცემა ამერიკული სპეცრაზმის წევრის რობ ონილის აღიარებას ეხებოდა, რომელმაც ბრიტანულ გაზეთ „Daily Mail“-თან აღიარა, რომ ბინ ლადენი უშუალოდ მისი გასროლის შემდეგ მოკვდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=KEgdNVJgLEM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები