ამერიკული ავიადატყმების შედეგად „ისლამური ხალიფატის“ მეთაური დაიჭრა, მოკლულია სხვა ლიდერები
აშშ-ს სამხედრო ავიაციის დატყმების შედეგად „ისლამური ხალიფატის“ მეთაური აბუ ბაქრ ალ ბაღდადი დაიჭრა და ის ამ დროისთვის სირიაშია გადაყვანილი. ამ ცნობას ირანული გამოცემა „ AIN“-ი ირანის სპეცსამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანული გამოცემის გავრცელებული ცნობის თანახმად, „ისლამური ხალიფატის“ ლიდერებს ერაყის დასავლეთში, ალ-ანბარის პროვინციაში, ქალაქ ალ-კაიმში საიდუმლო შეხვედრა ჰქონდათ. ამერიკულმა ავიაციამ სწორედ ამ შეხვედრის ჩატარების ადგილის დაბომბვა განახორციელა. ამ დროისთვის გავრცელებული ცნობით, დაბომბვის შედეგად დაიჭრა „ხალიფატის“ მეთაური აბუ ბაქრ ალ ბაღდადი, ხოლო ბევრი ლიდერი დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა.