ედუარდ კოკოითი ბუბა კიკაბიძის “დემარშს” იხსენებს და მიიჩნევს რომ პუტინი ძლიერია

  ედუარდ კოკოითი: ვლადიმერ პუტინი ძალიან ძლიერი ლიდერია, მას ვერ დაამარცხებენ
ვლადიმერ პუტინი ძალიან ძლიერი ლიდერია. მას ვერ დაამარცხებენ. ეს განცხადება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ედუარდ კოკოითმა გააკეთა.
მისივე განმარტებით, რუსეთში მრავლადაა პროქართული ძალები, რომლებიც ახლაც აქტიურ ბრძოლას აწარმოებენ.
„რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რამდენი ქართველი იკავებდა წამყვან თანამდებობებს საბჭოთა კავშირის დროს, რამდენი ქართველია რუსულ შოუ-ბიზნესში. მათ თავისი კავშირები აქვთ. რა თქმა უნდა, მათ საქართველო გაცილებით უფრო მეტად უყვართ, ვიდრე სამხრეთ ოსეთი ან რუსეთი. გაიხსენეთ მათი განცხადებები. დაგმო ერთმა მაინც სააკაშვილის ქმედებები 2008 წლის აგვისტოს, როდესაც ის სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა? მხოლოდ ერთეულებმა. ერთმა მაინც მოიხადა ბოდიში ოსი ხალხის წინაშე? რუსეთის წინაშე, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები შეურაცხყოფას აყენებდნენ? რომელიმე მათგანმა მოიხადა ბოდიში დიადი რუსეთის წინაშე? არა. გავიხსენოთ ვახტანგ კიკაბიძის დემარში, რომელმაც რუსულ ორდენზე უარი თქვა”, – განაცხადა კოკოითმა.
გარდა ამისა, კოკოითის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უკრაინის მსგავსი მოვლენები არ განმეორდეს „ოსეთში“ და რუსეთში. „ახლა მთელი ძალისხმევა პუტინის წინააღმდეგ ბრძოლისკენაა მიმართული, თუმცა არაფერი გამოუვათ – პუტინი ძლიერი ლიდერია. მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერად მოქმედებებს ვიწყებთ, როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ ოსეთსა და რუსეთში”, – განაცხადა კოკოითიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები