კიევში დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 18 თებერვლიდან დაღუპულთა რიცხვი კიევში 25-მდე გაიზარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებს დახმარების თხოვნით 350-მა დაშავებულმა მიმართა, მასობრივი აქციების 240 მონაწილე კი ჰოსპიტალიზებულია.
ამასთან, როგორც უკრაინული მედია იუწყება, დაშავებულთა შორის სამართალდამცავი ორგანოების 80 წარმომადგენელი, 5 ჟურნალისტი და 1 დეპუტატი ვასილი პაზინიაკია, რომელმაც განაცხადა, რომ ის ოფიცერთა სახლში სცემეს. დაშავებულთა შორის სამი არასრულწლოვანი ახალგაზრდაც არის.