8 ნოემბერი

10:00
„ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე პაპუნა ჯანელიძე, საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: “ინგლისური ენა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გლობალიზებულ მსოფლიოში” გახსნიან.
10:00
NEW
დიღმის ტყე-პარკში 600-მდე ფიჭვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის, მათ შორის, კიპარისის, კედარის, ფიჭვისა და ცაცხვის ხე-მცენარეები დაირგვება. ჟურნალისტების შეკრების ადგილი: დიღომი, „კიას ცენტრის“ მიმდებარედ; 09:45 საათი
10:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უფლებადამცველი და ექსპერტი სოფო ხორგუანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და 15 ნოემბრის აქცია. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
11:00
“ექსპოჯორჯიას“ მე-6 პავილიონის შიდა და გარე ტერიტორიაზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ყველის ფესტივალს გახსნის. საკონტაქტო პირი: თაკო გოდერძიშვილი 577 08 00 87
11:00
“რედისონში” სისტემური დამოკიდებულება პროფესიული ეთიკის მიმართ, დამოუკიდებელი, კომპეტენტური და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულებისათვის კონფერენცია გაიმართება.

11:00
NEW
შავშვების ჩასახლებაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ლაურა ტუკი დევნილ ოჯახებს შეხვდებიან.
12:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პოლიტოლოგი, ექსპერტი ზურა ბიგვავა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23
13:00
ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 213 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრებს.
13:00
NEW
საავტომობილო დაჯილდოება “ოქროს საჭე 2014” -ის პირველი, გახსნითი აქცია-ღონისძიება გაიმართება მისამართი: „ნისანის ცენტრი” (დ. აღმაშენებლის ხეივანი N4),
14:00
„ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, ნოტარიუსთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ნოტარიუსებს დააჯილდოვებს. მისამართი: წერეთლის გამზ. №118 საკონტაქტო პირი: ნანა 593 33 18 18; ნატა 591 99 44 47

14:00
NEW
ზუგდიდში, თეატრის შენობაში,,აფხაზთა კრება” გაიმართება, რომელიც განახლებული რუსული აგრესიის საფრთხეებს და ამ ვითარებაში ხელისუფლების წინაშე მდგარ საშინაო და საგარეო გამოწვევებს განიხილავს.
15:00
ქართული წიგნის დღეების ფარგლებში, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში ახალგაზრდა მუსიკოსის ბექა ბაღაშვილის კონცერტი გაიმართება, სადაც შესრულებული იქნება ორიგინალი და ქავერ სიმღერები. მისამართი: ჩახრუხაძის 17, საკონტაქტო ნომერი: 577 16 14 69
15:00
მახათას მთაზე მშენებარე ტაძართან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საპატრიარქოს ფონდთან ერთად გამწვანების აქციაში მონაწილეობას მიიღებს.
15:00
ფილარმონიაში, “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობა გაიმართება.
17:00
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოსა და ტონგას ნაკრებებს შორის საერთაშორისო სარაგბო მატჩს წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები