თინა ხიდაშელი: ყურადღებით ვიყოთ, რამე ისეთი არ ვთქვათ, რომ ერთმანეთისთვის შეხედვა შეგვრცხვეს

“ამ დღეებში ბევრი რამ ითქვა, კიდევ ბევრი ითქმება. ჩვენში ასეთ ამბები მოჭარბებული ემოციების გარეშე არ გამოდის”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. თინა ხიდაშელი საზოგადოების წევრებს ყურადღებისკენ მოუწოდებს, რათა ისეთი რამ არ წამოსცდეთ, რომ მერე შერცხვეთ.
„ამ დღეებში ბევრი რამ ითქვა, კიდევ ბევრი ითქმება. ჩვენში ასეთ ამბები მოჭარბებული ემოციების გარეშე არ გამოდის. ეს ემოციები ხან უკიდურესად უარყოფითია ხოლმე, გვინდა ადამიანს პირდაპირ ვუთხრათ, რასაც მასზე ვფიქრობთ, ან უკიდურესად პოზიტიური, ზედმეტად მოფერების გარეშეც არ გამოდის ხოლმე. მერე ხან უფსკრულის პირას დგომის გამო თავდაჯერებულობა გვღალატობს და ხანაც უცებ ცხვირებს ავწევთ ხოლმე და რეალობის დანახვაში ხელი გვეშლება.
ეს ნორმალურია, მხოლოდ ერთი რამ მინდა ვთქვა ისე, რიტორიკულად: ყურადღებით ვიყოთ რამე ისეთი არ ვთქვათ, ან გავაკეთოთ, მერე უკან დასახევი რომ მოგვესპოს, ერთმანეთისათვის შეხედვა შეგვრცხვეს და ამ საზარელ კავკასიურ ცარცის წრეში მთავარი საზრუნავი შუაზე არ შემოგვეხლიჩოს“, – წერს ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები