თინა ხიდაშელი: „ნაციონალებო“, არ დაგავიწყდეთ 7 ნოემბერი, როცა ხალხს დაუძახებთ ქუჩაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს იხსენებს. როგორც ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, 7 ნოემბერი იყო სირცხვილი, რომელიც არ უნდა განმეორდეს.დეპუტატის აზრით, სახელმწიფომ არასოდეს აღარ უნდა გაბედოს, რომ რობოტები საკუთარ მშვიდობიან მოსახლეობას მიუქსიოს.
„7 წლის წინ დღეს… მახსოვს არ არის საკმარისი – რა თქმა უნდა, სულ მუდამ უნდა გვახსოვდეს; ეს იყო სირცხვილი, არ არის საკმარისი – რა თქმა უნდა, ეს იყო სირცხვილი, რომელიც არ უნდა განმეორდეს;
მიშა, ნინო, „ნაციონალებო“, არ დაგავიწყდეთ 7 ნოემბერი, როცა ხალხს დაუძახებთ ქუჩაში, არც ეს არის საკმარისი – რა თქმა უნდა, მუდამ შეგახსენებთ;
7 წლის შემდეგ ყველაზე მთავარია, თავაწეულებმა გავცეთ პასუხი კითხვაზე: გავაკეთეთ, თუ არა უკვე ყველაფერი, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს? რას ვაკეთებთ ამისათვის დღეს და როგორ უნდა ვიცხოვროთ, ხვალ რომ არასოდეს, არასოდეს სახელმწიფომ აღარ გაბედოს რობოტები მიუქსიოს საკუთარ მშვიდობიან მოსახლეობას, პოლიციამ ვანო მაგარია და ბადრის რა არ იძახოს, საკუთრი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული იარაღი არ გამოიყენოს იმიტომ, რომ სხვანაირად ფიქრობს, სახელმწიფომ პოლიტიკურ ოპონენტებს კრემლთან „შნურით“ მიერთებული არ ეძახოს, დამონებული მედია არ გყავდეს და იქ მთავარი პროკურორი ცილისმწამებლურ ფილმებს არ იღებდეს და მასში მთავარ გმირად არ გვევლინებოდეს. შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო.
ყველამ, ვისაც გვახსოვს, ვისაც გვაინტერესებს, ვისაც გვტკივა, ვინც ისევ ვგრძნობთ იმ რობოტი ჯინსებიანი ზონდერების წიხლს საკუთარ ზურგზე, ამაზე უნდა ვიფიქროთ“, – წერს ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები