კვირიკაშვილი: აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით არავითარი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით არავითარი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ის გაეცნო ინფორმაციას, რომელიც რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელის განცხადებას ეყრდნობოდა და იქ არ უნახავს, რომ ქართული მხარეც არის ჩართული ამ მოლაპარაკებებში.
“მე ვერნაირად ვერ დავადასტურებ ამას, იმიტომ რომ, ამ ეტაპზე ცნობილი მიზეზების გამო, ამ მიმართულებით არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველი მოადგილე არტურ არაქელიანი გამოცემა tert.am-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაშიც სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროც მონაწილეობს.
არაქელიანის დაკვირვებით, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა დამაიმედებელი ნიშნები საკითხის დადებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები