„საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურაზე კომიტეტში კონსულტაციები არ გამართულა“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ერთ-ერთი ვერსიად მისი კანდიდატურა განიხილება, არ არის მართალი.
მისი თქმით, მასთან ამის შესახებ არავითარი საუბარი არ ყოფილა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით, კომიტეტში არავითარი კონსულტაციები არ გამართულა. მისი განცხადებით, ურიგო არ იქნებოდა, პარლამენტთან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან კონსულტაციები ყოფილიყო.