ფსაკი: სახელმწიფო დეპარტამენტი არ ფიქრობს, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან უხვევს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა ჯენ ფსაკამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს მთავრობაში განვითარებულ პროცესებზე კომენტარი გააკეთა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, მათთვის ცნობილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების შესახებ სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით, რომ აქ შესაშფოთებელი არაფერია.
“ფაქტია, გამოძიებები ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გრძელდება. ასე რომ, მე ვფიქრობ, მოქმედებები ამ შემთხვევაში უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები”, – განაცხადა ფსაკიმ.
მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ ფიქრობს, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან უხვევს, თუმცა მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესები გამოწვევებს ქმნის.
“რეგიონული უწესრიგობისა და შიდა ეკონომიკური გამოწვევების დროს, საქართველოს რაც სჭირდება, ესაა სტაბილურობა, ერთობა, კანონის უზენაესობისა რეალიზება და საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი. ცხადია, როდესაც ადგილი აქვს მრავალგზის, ერთდროულ გამოძიებას ყოფილი მთავრობისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, ეს ბადებს წუხილს პოლიტიკურ ანგარისწორებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, თავიდან იქნას აცილებული აღქმაც კი იმისა, რომ სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება”, – განაცხადა ფსაკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები