დავით ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა
რაც არ უნდა მოხდეს, „რესპუბლიკელები“ ბიძინა ივანიშვილის მადლიერები იყვნენ, არიან და იქნებიან, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
მან ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
„რესპუბლიკელებმა“ გავაკეთეთ განცხადება, სოლიდარობა გამოვუცხადეთ ჩვენი და ბიძინა ივანიშვილის მთავარ პოლიტიკურ პარტნიორებს. ასე დაიწყო მან კოალიციის შექმნა – „რესპუბლიკური პარტია და „თავისუფალი დემოკრატები”. ამას აეკინძა შემდეგ მთლიანი კოალიცია. კოალიციამ ძალიან სერიოზულად იმუშავა 2012 წლის არჩევნებამდე და ივანიშვილის როლი იყო განმსაზღვრელი. ამის შემდეგ, რაც არ უნდა მოხდეს, „რესპუბლიკელები“ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ბიძინა ივანიშვილის მადლიერები. ამ თვალსაზრისით არა მგონია, რომ ვინმე რამეში შეგვეცილოს, მაგრამ მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი და ეს პოლიტიკური პროცესი აჩვენებს იმას, რომ ვართ ახალ რეალობაში”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.