საგარეო საქმეთა მინისტრის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, „ეროვნული ფორუმის“ წევრის ანი მიროტაძის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის ვაკანტურ თანამდებობაზე 5 კანდიდატურა განიხილება. საკანონმდებლო ორგანოს წევრი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ალექსი პეტრიაშვილს თამარ ბერუჩაშვილი ჩაანაცვლებს. აღნიშნული განცხადება მიროტაძემ პორტალ „კვირას“ პრესლუბში გააკეთა.
„საგარეო სამეთა მინისტრის კანდიდატად თედო ჯაფარიძის, ირაკლი მანაგაძის და კოტე ზალდასტანიშვილის კანდიდატურა ნამდვილად განიხილებოდა. გარდა ამისა, კიდევ იყო 2 კანდიდატი, რომლის შესახებაც ინფორმაციას არ ვფლობ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა მინისტრის ვინაობა დღის ბოლომდე ცნობილი გახდება. რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილის ადგილზე თამარ ბერუჩაშვილის კანდიდატურას, ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ“, – აღნიშნა საკანონმდებლო ორგანის წევრმა ანი მიროტაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.
„კვირას“ ინფორმაციით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იგეგმება, რომელსაც პრემიერიც დაესწრება. ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ ამ შეხვედრაზე წარუდგენს უმრავლესობას საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატს.