„რესპუბლიკელები“ კოალიციას არ ტოვებენ“

„კოალიცია მუდმივი არ იქნება, ვინ როდის წავა, ამას თვითონ პარტები გადაწყვეტენ, მაგრამ ამ ეტაპისთვის „რესპუბლიკელებს“ აქვთ ცალსახა პოზიცია, ისინი რჩებიან კოალიციაში“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა თამარ კორძაიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
კორძაიამ იმედი გამოთქვა, რომ კოალიციური საქმიანობა წარმატებული იქნება.
„რესპუბლიკური პარტია“ არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტნიორი. გუშინ დავით უსუფაშვილმა გააკეთა განცხადება, სადაც ის ხაზს უსვამს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და სახელმწიფოს სწორი გზით სვლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამიტომ ამ ეტაპისთვის მათ აქვთ ძალიან ცალსახა პოზიცია, ისინი არ ტოვებენ კოალიციას და თავიანთ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებაში. კოალიცია მუდმივი არ იქნება, ვინ როდის წავა, ამას თვითონ პარტიები გადაწყვეტენ. გამოვთქვამ იმედს, რომ კოალიციური საქმიანობა ძალიან წარმატებული იქნება და დამატებით შეჯერდება ის საკითხები, რასაც დღეს „რესპუბლიკელები“ აყენებენ კოალიციის წინაშე“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ კოალიციიდან გასვლის შემდეგ, გამოითქვა ვარაუდი, რომ მმართველ გუნდს „რესპუბლიკელებიც“ ტოვებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები