აზერბაიჯანი ე.წ. „ნოვოროსიის“ არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობს

 

      ოფიციალური ბაქო თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების არჩევნებს არალეგიტუმურად მიიჩნევს და მისი შედეგების ცნობას არ აპირებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა ჰიქმეთ გაჯიევმა განაცხადა. „აზერბაიჯანი თანამიმდევრულად მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს . ამასთან დაკავშირებით კი არ ცნობს რაიმე ე.წ. „არჩევნებს“ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე იმართება“ – განაცხადა გაჯიევმა. შეგახსენებთ ე.წ. „ნოვორიისიის არჩევნები“ 2 ნოემბერს გაიმართა. ე.წ. „არჩევნების“ შედეგად „დსრ“-ის მეთაურის პოტს ალექსანდრე ზახარჩენკო, ხოლო „ლსრ“-ის მეთაურის პოსტს კი იგორ პლოტნიცკი დაეუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები