AC/DC -ის დრამერს ბრალად ორმაგი მკვლელობის ორგანიზება ედება

 

   AC/DC -ის დრამერს ფილ რადს ქილერის დაქირავება და მისი მეშვეობით ორი ადამიანის მკვლელობის დაგეგმვა ედება ბრალად. „BBC News“-ი ახალზელანდიურ მედია საშუალებებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გამოძიების თანახმად, რადმა სექტემბრის ბოლოს ქილერი ორი მამაკაცის მოსაკლავად დაიქირავა. მოსალოდნელ მსხვერპლთა სახელები და მუსიკოსის მოტივი ამ დროისთვის არ გახმაურებულა.
შემდეგი სასამართლო მოსმენა 27 ნოემბერსაა დადგეგმილი. ახალ ზელანდიური კანონმდებლობით, ფილ რადს, მკვლელობის ორგანიზებისთვის 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფილ რადი AC/DC -ის ერთადერთი ავსტრალიაში დაბადებული წევრია. მუსიკოსმა ცნობილი ჯგუფის ისეთი ჰიტების შექმნაში მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა „Highway To Hell“, „Back in Black“, „For Those About To Rock We Salute You“ და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები