ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, მარიხუანა ებოლას ვირუსს კურნავს
ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ვირუს ებოლას დამარცხება მარიხუანის გამოყენებითაა შესაძლებელი. სპეციალისტების თქმით, ნივთიერებები, რომლებსაც მარიხუანა შეიცავს, დაავადებასთან მოლეკულარულ დონეზე ბრძოლაში დაეხმარება და დაავადებულის იმუნიტეტს გააძლიერებს. გარდა ამისა, ნივთიერებები პაციენტზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენასაც მოახდენენ. გავრცელებული ინფორმაციით, კვლევებმა აჩვენეს, რომ იმუნოდაცვის მექანიზმებზე ზემოქმედების წყალობით ბევრი ინფექციის დამარცხებაა შესაძლებელი, ბაქტერიულიდან დაწყებული ვირუსული დაავადებებით დამთავრებული, მათ შორის C ჰეპატიტი და იმუნოდეფიციტის ვირუსული ინფექცია. შეგახსენებთ, რომ ებოლას სასიკვდილო ვირუსის მსხვერპლი მსოფლიოში დაახლოებით 5 000 ადამიანია. დაავადების საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა ჯერ არ არსებობს.