დონეცკში დაღუპული მოსწავლეების ნათესავები: ამაოდ ვთხოვდით სახლში დარჩენას (ვიდეო)

დონეცკში სროლები გრძელდება, მაგრამ დაღუპული მოსწავლეების ნათესავებს ეს უკვე აღარ აინტერესებთ. ისინი არც საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრობენ. მათ ხომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი – საკუთარი შვილები დაკარგეს.
2 მოსწავლე – 13 და 18 წლის ბიჭები დონეცკში, სტადიონზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.
„ვეუბნებოდი, ვეუბნებოდი! ბომბავენ, შვილო, არ წახვიდე არსად“, – ამბობს ერთ-ერთი დაღუპულის ბებია. სამწუხაროდ ბებიის თხოვნები ამაო აღმოჩნდა. „ბებია, არ იღელვო, არ იღელვო“, – ეუბნებოდა ბიჭი ბებიას. შეგახსენებთ, რომ ბიჭები სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდნენ, როდესაც იქ ჭურვი დაეცა.
დაღუპულების გარდა კიდევ 4 მოსწავლე დაიჭრა. მათ გადარჩენას ექიმები ცდილობენ. დაჭრილებიდან ერთერთი მხოლოდ 11 წლისაა. ბიჭი რეანიმაციაში იმყოფება. ოქტომბრის რაიონი, სადაც სტადიონზე აფეთქება მოხდა, დასახლებულ პუნქტ პესკის მახლობლად მდებარეობს. იქ უკრაინელი სამხედროების პოზიციებია განლაგებული. „ისინი დასახლებულ პუნქტს აყენებენ დარტყმას. აქ სტრატეგიული ობიექტიც კი არ არის. სკოლა, საბავშვო ბაღი და სოფელი სკოლის გარშემო“, – ამბობს ერთ-ერთი მოსახლე.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=tJTxZGDryLE” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები