რუსეთი ბირთვულ სამიტში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

რუსეთმა აშშ-ს განუცხადა, რომ ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მომზადებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური პრესა ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ბირთვული უსაფრთხოების სამიტი ჩიკაგოში 2016 წელს ჩატარდება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დელეგაცია სამიტის დაგეგმარების შეხვედრას არ ესწრებოდა.
აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოსაზრებით, სამიტის გამართვა ბირთვული ტერორიზმის პრევენციის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ მონაცემებით, დიპლომატებისთვის რუსეთის მხრიდან სამიტის ბოიკოტის შესახებ ინფორმაციის წყარო ის ნოტა გახდა, რომელიც მოსკოვმა ვაშინგტონს და სხვა წევრ-ქვეყნებს გაუგზავნა. დიპლომატებს, რომლებმაც სააგენტოს ეს ინფორმაცია მიაწოდეს, ანონიმურობის შენარჩუნება მოისურვეს, რადგან ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ნოტაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთი სამიტში მონაწილეობაზე მისი პოლიტიკური შემადგენლობის გამო ამბობდა. რუსეთი მოითხოვს, რომ დისკუსიებს ტექნიკური ხასიათი ჰქონდეს, მსგავსი სამიტის ჩატარება კი ინიცირებული უნდა იყოს არა ცალკეული სახელმწიფოს მიერ, არამედ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ. ცნობილი გახდა, რომ გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სამიტის მომზადებაში მონაწილეობას არ მიიღებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი სამიტისთვის პოლიტიკური დღის წესრიგი პრაქტიკულად ამოწურულია. სამიტის ჩატარება, რუსეთის მხარის აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლებსაც უფრო დიდი საექსპერტო პოტენციალი გააჩნია და დემოკრატიულ პროცედურებს ეყრდნობა, სამუშაოს დაგეგმარებაში გარედან ჩარევად ითვლება”, – წერს უცხოური პრესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები