ებოლათი გარდაცვლილთა შვილებს აფრიკაში სამედიცინო დახმარება არ მიეწოდებათ

დასავლეთ აფრიკაში ობლად 4 000 ბავშვი დარჩა. მათი მშობლები ებოლას ვირუსით დაიღუპნენ, – წერს „ბი-ბი-სი“. დაავადების ეპიცენტრში მოსახლეობა დღემდე არანაირ სამედიცინო დახმარებას არ იღებს.
საერთაშორისო ორგანიზაცია „Africa Governance Initiative“ აცხადებს, რომ სიერა-ლეონეს ზოგიერთ რაიონში ებოლათი დაავადების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ორგანიზაციის ანალიზის თანახმად, ქვეყნის დედაქალაქთან სოფლის რაიონებში ებოლა 9-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე 2 თვის წინ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები