მაიორკაზე, სასტუმროში „ქალთა სართული“ გაიხსნა

ესპანეთის კუნძულ მაიორკაზე, ერთ-ერთ სასტუმროში “ქალთა სართული” გაიხსნა. როგორც სასტუმროს ხელმძღვანელობამ აღნიშნა, ქალთა განყოფილება მათი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის გაიხსნა. „ქალთა სართულზე“ განთავსებულია სილამაზის სალონი, ასევე – ოთახი იოგასთვის. ნომრები აღჭურვილია ყველა იმ ნივთით, რაც შეიძლება ქალთა სქესს დასჭირდეს. პირველად სასტუმრო – მხოლოდ ქალებისთვის 25 წლის წინ ბერლინში გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები