ავტოსაგზაო შემთხვევას ხაშურში ორი მამაკაცისა და მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

 

   ავტოსაგზაო შემთხვევას ხაშურში მამა-შვილი და კიდევ ერთი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. როგორც „კვირას“ შიდა ქართლის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის უფროსმა მიხეილ საზანდრიშვილმა განუცხადა, ავკოტასტროფის შედეგად გიორგი და ავთანდილ ტყეშელაშვილები დაიღუპნენ. მცირეწლოვანის ზუსტი ასაკი და სქესი უცნობია.
მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურთან ახლოს 1 ნოემბერს მოხდა.
„მერსედესის“ მარკის ავტომანქანა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც ხეს შეეჯახა. ავტომანქანაში სულ ექვსი მგზავრი იჯდა. შემთხვევის ადგილზე სამი მგზავრი გარდაიცვალა, დაშავებული მგზავრები კი ხაშურის რაიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – აღნიშნა მიხეილ საზანდრიშვილმა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები