პაატა სალია: ეს დღე სიმბოლოა იმისა, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არის ყოველდღიური ამოცანა, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა

დღეს საქართველო არის სუვერენული ქვეყანა; დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უსმენს თავის მოქალაქეებს, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს, რომელიც ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ. მან საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე არის ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ერთიანობის სიმბოლო.

„1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს იყო პირველი რესპუბლიკა, რომელმაც შექმნა საქართველოს პირველი, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული კონსტიტუცია და შეიქმნა ევროპული ყაიდის სახელმწიფო. ჩვენთვის ეს დღე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ გვახსენებს მრავალი თაობის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. ეს დღე სიმბოლოა იმისა, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არის ყოველდღიური ამოცანა; დამოუკიდებლობის შენარჩუნებას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა. ჩვენთვის ეს არის სიმბოლო იმისა, რომ დღეს საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უსმენს თავის მოქალაქეებს, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს, რომელიც ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე. იუსტიციის სამინისტრო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია ამ ყველაფერში“, – განაცხადა პაატა სალიამ.

მინისტრმა იმ ღონისძიების შესახებაც ისაუბრა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში გამართავს. მისი თქმით, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციებს და მიიღოს ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელთაც უწყება აწვდის მოქალაქეებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები