03 ნოემბერი

09:00
მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომა გაიმართება.
09:30
თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაემგზავრება.
09:30
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონფერენცია თემაზე „ადამიანური რესურსების განვითარება ადგილობრივ თვითმმართველობაში“ გაიხსნება. მისამართი: ი.ჭავჭავაძის № 1, თსუ I კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია (№115)
10:00
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, ადვოკატი აპოლონ გადელია ჟურნალისტებისათვის პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ვაზისუბნის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქე ვალენტინა ბედოშვილი, სამართალდამცავ ორგანოებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.
10:15
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მოედანზე, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექი გაემართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები