თბილისში სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

თბილისში სამარშუტო ტაქსების მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. №140 და №149 მარშრუტზე მომუშავე მძღოლები სამუშაო რეჟიმს უკვე დაუბრუნდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ მენეჯმენტის წარმომადგენლები შეხვდნენ და დღიური გეგმის უცვლელად დატოვებას დაჰპირდნენ.
მძღოლები კომპანია “თბილლაინის” ხელმძღვანელობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლითაც მათი დღიური გადასახადი გეგმა 50 ლარიდან 65 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, ავტომანქანის ტექნიკური მომსახურების ხარჯებიც მათ უწევთ, რის გამოც გეგმის მატება მათთვის მიუღებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები