საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) Agence France Press-ს (AFP) განუცხადა, რომ საკრუიზო გემ MV Hondius-ზე ჰანტავირუსის შესაძლო აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა.

ლაინერი არგენტინის ქალაქ უშუაიადან ატლანტის ოკეანის გავლით კაბო-ვერდეში მიდიოდა.

ორგანიზაციის ცნობით, ლაბორატორიულმა ტესტებმა ვირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაადასტურა, ხოლო კიდევ ხუთი ადამიანის მდგომარეობა გაურკვეველია.

„ექვსი ინფიცირებულიდან სამი გარდაიცვალა, ერთი კი ამჟამად სამხრეთ აფრიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რეისზე ჰოსპიტალიზებული მგზავრი 69 წლის ბრიტანეთის მოქალაქე იყო. ის ჰანტავირუსზე დადებითი ტესტის შემდეგ ევაკუირებული იქნა.

„ჯანმო (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) ინფორმირებულია ატლანტის ოკეანეში მცურავ საკრუიზო გემზე მწვავე რესპირატორული სინდრომის შემთხვევების შესახებ. მიმდინარეობს გამოძიება და კოორდინირებულია საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეაგირება“, – აცხადებენ ჯანმო-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები